ოჯახური ძალადობა


ოჯახში
ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური,სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით.

საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.თუმცა ეს ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა,მენტალიტეტის გამო იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება.

ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა,რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრზე ახორციელებს.იგი არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური,ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცყოფა,რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს.

1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემულია ყოველი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. ოჯახური ძალადობის დროს კი დარღვეულია შემდეგი მუხლები: მუხლი 3 - ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის,თავისუფლებისა და პირედი ხელშეუხებლობის უფლება; მუხლი 5 - არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი; მუხლი 12 -არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში.

საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები,რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან,თუმცა,ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.

ძალადობა უმეტესად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს,რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს.მშობლების დავა და ერთმანეთის ფიზიკური შეურაცყოფა ბავშვის ფსიქოლოგიაზეც აისახება.მას თავისი აგრეისა დედმამიშვილზე,ცხოველზე ან თანატოლ მეგობარზე გადააქვს.

ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად: მუქარა, შეშინება, მანიპულაცია, იზოლაცია, ფულის მიცემაზე უარის თქმა, თავისუფლების აღკვეთა, საკვების მიწოდებაზე უარის თქმა.

No comments:

Post a Comment