ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები


ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები
· ფიზიკური ძალადობა
· ემოციური ძალადობა
· სექსუალური ძლადობა
· უგულებელყოფა
ფიზიკური ძალადობა - გულისხმობს მშობლებსა და სხვა მზრუნველი პირების მიერ ბავშვისადმი ფიზიკური ტრამვის-სხეულის რაიმე დაზიანების მიყენებას,რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის შესუსტებას და მისი განვითარების შეფერხებას.ფიზიკური ძალადობა ასევე გულისხმობს ბავშვებისთვის ნარკოტიკების,ალკოჰოლის და სხვადასხვა პრეპარატების მიცემას.ზოგიერთ ოჯახში,ბავშვის აღზრდის ყველაზე მიუღებელ მეთოდს მიმართავენ - ეს არის ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმა.უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ ტრამვას ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცყოფა და ფიზიკური ტრამვაც.
ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ან განმეორებადი ქმედებები - ცემა, ხელისკვრა, დაწვა,კბენა,ნებისმიერი ტკივილის მიყენება. ფიზიკური ტრამვა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - მსუბუქი ნაკაწრიდან და ჩალურჯებიდან მოტეხილ ძვლებამდე , ტვინის შერყევამდე, შინაგანი ორგანოების ( თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების და სხვა) დაზიანებამდე.
ემოციური ძალადობა - არის ბავშვის მუდმივი ან პერიოდული სიტყვიერი შეურაცყოფა,მუქარა მშობელთა, მეურვეთა ან მასწავლებელთა მხრიდან, მისი პიროვნული ღირსების დამცირება,დადანაშაულება იმაში რაც არ ჩაუდენია.ემოციური ძალადობაა ასევე ბავშვის მუდმივი მოტყუება,რის შედეგადაც ის კარგავს უფროსისადმი ნდობას;ბავშვისათვის ისეთი მოთხოვნების წაყენება,რომელთა შესრულებაც არ შეესაბამება მის ასაკობრივ შესაძლებლობებს.
ემოციური ძალადობა არის ასევე სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის,მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობების პროვოცირება.ეს არის ბავშვის დამცირება,დასჯა,დაშინება და ნორმალური სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა ბავშვის კომპეტენციისა და თვითშეფასების განზრახ განადგურების ან დარღვევის მიზნით.
ემოციური ძალადობა აერთიანებს როგორც ბავშვის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, მაგალითად,სიტყვიერ აგრესიას, ისეუმოქმედობას ბავშვთან მიმართებაში, მაგალითად,ბავშვის ემოციური უარყოფა ( განდევნა),თანაგრძნობისა და მხარდაჭერის არარსებობა.დადანაშაულება,დამცირება,განდევნა,იგნორირება,სასტიკი დასჯა(მაგალითად, ბნელ შენობაში ჩაკეტვა) - ეს მოზრდილთა ქცევებია,რომლებმაც შეიძლება ბავშვში სერიოზული ქცევითი და ემოციური დარღვევები გამოიწვიოს.
ბავშვისთვის ემოციურად მატრამვირებელი ქცევებია:

უარყოფა ( განდევნა) - მოზრდილი არ ცნობს ბავშვის ფასეულობებს და საჭიროებების ( მოთხოვნილებების ) კანონზომიერებას.აჩვენებს,რომ ბავშვი არაა საყვარელი და სასურველი.
იზოლირება - მოზრდილი უზღუდავს ბავშვს სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებს,აიძულებს სჯეროდეს,რომ ის მარტოა და მარტოსულია ამ სამყაროში.

ტერორიზება - სიტყვიერი აგრესიით, გაუთავებელი საყვედურებით,შიშის გარემოს შექმნით.მოზრდილი ამცირებს,დასცინის,აშინებს ბავშვს,აიძულებს თავი დამნაშავედ იგრძნოს,აიძულებს სჯეროდეს,რომ სამყრო მის ირგვლის საშიშია.
სოციალური გარყვნა - მოზრდილი ბავშვს ანტისოციალურს ხდის ითრევს უკანონო ქმედებებში - ქურდობა, მათხოვრობა, დესტრუქციული დანაშაულებრივი ქმედება.
სექსუალური ძალადობა: ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და/ან გამორჩენის მიზნით, რაც მოიცავს:სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას,სექსუალურ დევნას,სექსუალურ გარყვნას,ეროტიული ელფერის ალერსს,თვალთვალს,ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას,სექსუალური შინაარსის ფილმების ყურებას ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას,გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას.
ფაქტები გვიჩვენებს:

Ø სექსუალური ძალადობის შემთხვევები გვხვდება ყველა სოციალური ფენის ოჯახში.

Ø მოძალადეთა უმრავლესობა ბავშისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან.
Øბავშვები ძალზე იშვიათად ამბობენ ტყუილს მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
უგულებელყოფა - ბავშვის ინტერესების და მოთხოვნილებების უგულებელყოფა,ასეთ შემთხვევებში ვერ ან არ უზრუნველყოფენ ბავშს საჭირო კვებით,საცხოვრებლით,განათლებით,სამედიცინო დახმარებით.მსგავსი დამოკიდებულების ტიპიური მაგალითია ბავშვების უყურადღებოდ დატოვება,რასაც ხშირად მივყავართ უბედურ შემთხვევებამდე,მოწამვლამდე და ბავშვის სიცოცხლისათვის საშიშ სხვა უარყოფით შედეგებამდე.


No comments:

Post a Comment