Sunday, May 20, 2012

ლიტერატურის მიმოხილვა
ძალადობა ოჯახში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ფართოდ გავრცელებულ სოციალურ პრობლემაა. იგი ზეგავლენას ახდენს და საფრთხეს უქმნის როგორც ოჯახს, მისი თითოეული წევრის სულიერ სიჯანსაღეს, ასევე მთელს საზოგადოებას.
არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება.მათგან ერთ-ერთი განიმარტება როგორც ძალის გამოყენება-ფარული ან აშკარა-იმ მიზნით,რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის,რის მოცემასაც თავის ნებით არ თანხმდებიან.ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა,რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცყოს,ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები.ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება,შელახოს მისი ხელშეუხებლობა,ღირსება და თავისუფლება.ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.ძალადობა შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი,ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება.ადამიანისი უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია.მას კრძალავს და სჯის კანონი.
ძალადობა ძალზე მრავლის მომცემი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს-ფსიქოლოგიურს,იურიდიულს და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია:ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს,გამოხატულს მუქარით ან ქმედებით,რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება,ანდა პიროვნების შეურაცყოფა ან სიკვდილი.
ძალადობა არამარტო ფიზიკური ძალმომრეობა,არამედ პიროვნების შეურაცყოფა და მისი აბუჩად აგდებაც არის.ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან:მსხვერპლი,დამნაშავე და თვით ქმედება.თავისი ხასიათისა შედეგების გათვალისწინებით,იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი.
ძალადობის ფორმები: ფიზიკური,ეკონომიკური,ემოციური და სექსუალური.
ფიზიკური ძალადობა- ცემა,სილის გაწვნა,ხელის კვრა,თმის მოქაჩვა,კბენა,ფიზიკური ტკივილის მიყენება სხვადასხვა ნივთების გამოყენებით(წამება),სახლში გამოკეტვა,დაწვა,ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით დაჭრა,მოკვლა.
ეკონომიკური ძალადობა-ქმედება,რომელიც იწვევს საკვებით,საცხოვრებელი ან ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის,საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების,აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზრუდვას. საერთო ეკონომიკურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში ან აკრძალვაში მუშაობის სწავლის დაშლაში,ცოლის საკუთრების მითვისება.
ემოციური ძალადობა-სისტემატური ყვირილი , გინება,დამცირება
სექსუალური ძალდობა-სქესობრივი კავშირი ძალა- დობით,ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით.
     ოჯახი როგორც სისტემა: საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით,ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ნაწილია , რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში.მხოლოდ ასე- თი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულუფლებ- ებს და მოვალეობებს.ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათე- საურ ურთიერთობებზე ანუ იგი მოიცავს ცოლ-ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის,დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს.ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის,რომლებიც ერთად ცხოვრობენ.ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს,როგორც ცალკეული პიროვნების,ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.ოჯახი სოციალურ-ბიოლოგიური წარმონაქმნია.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახში ხდება ბავშვის ჩამოყალიბება და იმ ღირებულებების,ნორმების და თვისებების შეძენა,რომლებიც მას ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე სდევს. ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოჯახურ ძალადობას.

No comments:

Post a Comment